მსოფლიოს თასის გათამაშება

12 ივლისიდან რუსეთის ქალაქ სოჭში სტარტი აიღო მსოფლიოს თასის გათამაშებამ ქალთა და ვაჟთა შორის.

საქართველოს სახელით ასპარეზობს 7 მოჭადრაკე:

  1. ნანა ძაგნიძე
  2. ლელა ჯავახიშვილი
  3. ნინო ბაციაშვილი
  4. ბელა ხოტენაშვილი
  5. ბაადურ ჯობავა
  6. ლუკა პაიჭაძე
  7. ლევან ფანცულაია

ვაჟთა შორის მსოფლიოს თასის გათამაშებაში 206 მოთამაშე ასპარეზობს, მათ შორისაა მსოფლიოს ჩემპიონი მაგნუს კარლსენი! ხოლო ქალთა შორის 103 მონაწილეა.

ვაჟთა შორის ორი საუკეთესო მოთამაშე 8 კაციან კანდიდატთა ტურნირის საგზურს მოიპოვებს, რომლის გამარჯვებულიც მსოფლიოს ჩემპიონს მაგნუს კარლსენს შეხვდება. ქალთა მსოფლიოს თასის სამი საუკეთესო მონაწილე კი პრეტენდენტთა ტურნირის საგზურს მოიპოვებს.