საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 12-22 ივნისს, ქ. თბილისის ჭადრაკის სასახლეში იმართება საქართველოს ქალთა 78-ე ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა.
უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვეს:
- საქართველოს ქალთა 77-ე ჩემპიონატის პრიზიორებმა;
- საქართველოს 2019 წლის ქალთა ეროვნული I ნაკრების წევრებმა;
- საქართველოს 2020 წლის ჩემპიონმა 20 წლამდე გოგონათა შორის;
- I ლიგის სამეულმა;
სისტემა და დროის კონტროლი:
ტურნირი უნდა გამართულიყო ფიდე-ს წესებით, წრიული სისტემით, 10 მონაწილეს შორის, თუმცა, ერთ-ერთ მონაწილეს ნია დონღვანს ბოლო მომენტში აღმოაჩნდა კოვიდ 19 და მოუწია ტურნირიდან გამოთიშვა. ღონისძიება გაგრძელდება დებულების მიხედვით, მხოლოდ 9 მონაწილეს შორის.
დროის კონტროლი: თითოეულ მონაწილეს მიეცემა 90 წუთი 40 სვლაზე, შემდეგ 30 წუთი პარტიის ბოლომდე, პირველი სვლიდან ბოლომდე ყოველ სვლაზე 30 წამის დამატებით.
განრიგი:
ტური | დღე | საათი |
ტექნიკური შეხვედრა | 12 ივნისი | 15.00 |
გახსნა | 13 ივნისი | 13.30 |
I ტური | 13 ივნისი | 14.00 |
II ტური | 14 ივნისი | 14.00 |
III ტური | 15 ივნისი | 14.00 |
IV ტური | 16 ივნისი | 14.00 |
V ტური | 17 ივნისი | 14.00 |
დასვენების დღე | 18 ივნისი | |
VI ტური | 19 ივნისი | 14.00 |
VII ტური | 20 ივნისი | 14.00 |
VIII ტური | 21 ივნისი | 14.00 |
IX ტური | 22 ივნისი | 14.00 |
დახურვა | 22 ივნისი |
გამარჯვებულნი:
I ადგილზე გასული მოჭადრაკე, დასახელდება საქართველოს ქალთა ნაკრების წევრობის კანდიდატად;
I-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაფინანსდებიან 2021 წლის ევროპის ქალთა ჩემპიონატზე, იმ შემთხვევაში თუ ჩემპიონატი ჩატარდება 2021 წლის განმავლობაში;
I-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაიშვებიან 2022 წლის საქართველოს ქალთა 79-ე ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში.
დაჯილდოება:
I ადგილზე გასული მოჭადრაკე დაჯილდოვდება თასით;
I-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებით და დიპლომებით;
I-X ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით.
საპრიზო ფონდი: 25000 ლარი.
ადგილი | პრიზი |
1 | 8000 ლარი |
2 | 6000 ლარი |
3 | 4000 ლარი |
4 | 2500 ლარი |
5 | 1700 ლარი |
6 | 1100 ლარი |
7 | 700 ლარი |
8 | 500 ლარი |
9 | 300 ლარი |
10 | 200 ლარი |
მონაწილეთა სია:
ჩემპიონატში თამაშის უფლება 2 ბათუმელს ჰქონდა მოპოვებული: ნინო ბაციაშვილს და სალომე მელიას. სალომემ (ოჯახის ტრაგედიიდან გამომდინარე) უარი განაცხადა ტურნირში მონაწილეობაზე, ნინო კი შეეცდება დაიცვას ტიტული და ერთბაშად მოემზადოს მსოფლიო თასის გათამაშებისთვის.