საქართველოს ონლაინ ჩემპიონატი ჭადრაკში 14 და 18 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით 6-15 აპრილს, საჭადრაკო პლატფორმაზე  ternelo.com  ჩატარდება საქართველოს ონლაინ ჩემპიონატი ჭადრაკში 14 და 18 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის.

ტურნირებში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრებს:

  • 14 წლამდე – 2007 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;
  • 18 წლამდე – 2003 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს.

სისტემა და კვალიფიკაცია:

ტურნირები ჩატარდება შვეიცარიული სისტემით 9 ტურად.   

ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 25 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 5 წამის დამატებით.

რეგისტრაცია და სატურნირო შესატანი:

მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა – https://forms.gle/SMtbB9rXpcNjrgjAA ამავე ფორმაში უნდა ატვირთონ: 1) დაბადების მოწმობის ასლი; 2) საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე ჩემპიონატის სატურნირო შესატანის გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი; 3) შესაბამისი რეგიონული ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე ფედერაციის წლიური საწევრო შესატანის (24 ლარი) გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი; 4) ფოტო 3X4 ზე.

აჭარის რეგიონის წარმომადგენლებისთვის საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წლიური საწევრო შესატანის ანგარიშის ნომერია: ს. ს. ’’ საქართველოს ბანკი’’,    ანგარიშის № GE95BG0000000363099200

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2021 წლის 5 მაისის 18:00 სათი.

 ნატა ალავიძე: -ელ-ფოსტა –   მობ:  558 11 86 83

თითოეული მონაწილის სატურნირო შესატანია: 20 ლარი (უნაღდო ანგარიშსწორებით). დაგვიანებული რეგისტრაციის შემთხვევაში სატურნირო შესატანია 40 ლარი (უნაღდო ანგარიშსწორებით). საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო რეკვიზიტები:
სს “თიბისი ბანკი”, საბანკო ანგარიში: GE45TB0313936080100006GEL 

ტურნირების განრიგი:

ტურირიცხვისაათი
ვებინარი და ტესტ ტურნირი6 მაისი18:00 – 14 წლამდე 19:00 – 18 წლამდე
გახსნა7 მაისი17:30
I ტური7 მაისი18:00
II ტური8 მაისი18:00
III ტური9 მაისი18:00
IV ტური10 მაისი18:00
V ტური11 მაისი18:00
VI ტური12 მაისი18:00
VII ტური13 მაისი18:00
VIII ტური14 მაისი18:00
IX ტური15 მაისი18:00
საბოლოო შედეგების გამოქვეყნება16 მაისი18:00

გამარჯვებულები:

I ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან ელექტრონული დიპლომით და 300 ლარიანი ფასიანი ვაუჩერით, ასევე I ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს გადაეცემათ რაპიდში ფიდეს ონლაინ მსოფლიო თასის საგზური;

II ადგილზე გასული  მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან ელექტრონული დიპლომით და 200 ლარიანი ფასიანი ვაუჩერით, ასევე II ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს გადაეცემათ რაპიდში ევროპის ონლაინ ჩემპიონატის საგზური.

III ადგილზე გასული  მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან ელექტრონული დიპლომით და 100 ლარიანი ფასიანი ვაუჩერით.

საერთო წესები:

ტურის დაწყებიდან 25 წუთზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება.

ჩემპიონატში დაიშვებიან მხოლოდ ის მოჭადრაკეები რომლებიც ტურნირის მსვლელობის დროს,  საკუთარი სახელი და გვარით სრულად ჩაერთვებიან ვიდეო ჯგუფში Zoom – ის მეშვეობით.მოჭადრაკეები Zoom -ში უნდა ჩაერთონ ტურის დაწყებამდე 30 წუთით ადრე და ტურის დასრულებამდე წყვეტის გარეშე უნდა ქონდეს ჩართული როგორც ვიდეო გამოსახულება, ასევე ხმოვანი სიგნალი. მოჭადრაკის Zoom – ის ვიდეო გამოსახულება მაქსიმალურად უნდა იყოს  მიახლოვებული ფოტოზე     აღნიშნულ გამოსახულებასთან, ანუ უნდა ჩანდეს მოჭადრაკე,კომპიუტერის მონიტორი, სათამაშო მაგიდა. მოჭადრაკე ვალდებულია ნებისმიერ დროს დააკმაყოფილოს მსაჯის მოთხოვნა და Zoom – ის   საშუალებით დაათვალიერებინოს სათამაშო სივრცე.

არცერთი ელექტრონული მოწყობილობის შეტანა არ შეიძლება სათამაშო სივრცეში გარდა მონაწილის კომპიუტერისა და Zoom -ში ჩასართავი მოწყობილობისა (კომპიუტერი ან ტელეფონი).

სამართლიანი თამაშის წესების დარღვევის გამო ჩემპიონატიდან მოხსნილი მოჭადრაკეების 1 წლით დისკვალიფიკაციის მიცემის საკითხი გადაეცემა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციასა და ფიდეს შესაბამის კომისიას. ასევე მის მწვრთნელს მიეცემა შესაბამისი მითითება / გაფრთხილება.

სათამაშო ონლაინ პლატფორმა:

ჩემპიონატი ჩატარდება ონლაინ პლატფორმაზე – www.tornelo.com

მონაწილეებისათვის ტექნიკური საკითხების გასაცნობად გაიმართება ვებინარი და ტესტ პარტიები:

14 წლამდე ასაკის ჭაბუკები და გოგონები – 6 მაისი 18:00 საათი. Zoom-ის ბმული – Zoom.us

18 წლამდე ასაკის ჭაბუკები და გოგონები – 6 მაისი 19:00 საათი. Zoom-ის ბმული – Zoom.us

ვებინარზე სავალდებულოა მონაწილეების, მათი მშობლებისა და მწვრთნელების დასწრება.

ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი – დათო კოდუა

მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი – ალექსანდრე არსენიძე