აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 21-28 აგვისტოს ქ. ბათუმში გაიმართება საჭადრაკო ფესტივალი ”ბათუმი-2020”.
ღონისძიების ორგანიზატორები:
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჭადრაკის ფედერაცია; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტის დეპარტამენტი; საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია;
ჩატარების ადგილი: ქ. ბათუმი, სასტუმრო ,,მიმინო’’, გიორგი ანწუხელიძის ქ. №64
ფესტივალი ჩატარდება ჭაბუკთა და გოგონათა შორის 8,10,12 და 14 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში.
ფესტივალის სათამაშო წესები:
ფესტივალის ტურნირები გაიმართება ფიდეს წესებით, შვეიცარული ან წრიული სისტემით, 7 ტურად. დროის კონტროლი: 45 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წამის დამატებით.
ფესტივალის განრიგი:
ჩამოსვლის დღე | 21 აგვისტო | |
გახსნა | 22 აგვისტო | 11:30 |
1 ტური | 22 აგვისტო | 12:00 |
2 ტური | 23 აგვისტო | 11:00 |
3 ტური | 24 აგვისტო | 11:00 |
4 ტური | 25 აგვისტო | 11:00 |
5 ტური | 26 აგვისტო | 11:00 |
6 ტური | 27 აგვისტო | 11:00 |
7 ტური | 28 აგვისტო | 11:00 |
დახურვა | 28 აგვისტო |
პრიზები :
ყველა ასაკობრივ კატეგორიაში გამარჯვებული ხუთეული დაჯილდოვდება:
აჭარის ა.რ. სპორტის დეპარტამენტის შესაბამისი ხარისხის დიპლომით და ფასიანი საჩუქრით; პირველი სამეული – მედლით; აგრეთვე დაწესებული იქნება სხვა სპეციალური პრიზები. პრიზებისა და საჩუქრების მისაღებად სავალდებულოა დახურვაზე დასწრება.
მწვრთნელის კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელია, რომ ფესტივალის ასაკობრივ ტურნირებში თამაშობდეს არანაკლებ 3 მოსწავლე, რომლებიც ითვლებიან მის მოსწავლეებად არანაკლებ 6 თვისა. გამარჯვებულების გამოვლენა მოხდება, ყველა ასაკობრივ კატეგორიაში 1 – 5 ადგილზე გასული მოსწავლეების შედეგების შეჯამების პრინციპით.
კოვიდ – 19 -თან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის გამო მონაწილეთა, მსაჯთა და ორგანიზატორთა ვალდებულებები რეგულირდება დანართი 1 -ით.
ტურნირის დირექტორი: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჭადრაკის ფედერაციის გენერალური მდივანი ქეთევან მუხაშარია