საჭადრაკო ფესტივალი ”ბათუმი-2020”

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 21-28 აგვისტოს ქ. ბათუმში გაიმართება საჭადრაკო ფესტივალი ”ბათუმი-2020”.

ღონისძიების ორგანიზატორები:

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჭადრაკის ფედერაცია; აჭარის ავტონომიური  რესპუბლიკის სპორტის დეპარტამენტი; საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია;    

ჩატარების ადგილი: ქ. ბათუმი, სასტუმრო ,,მიმინო’’,  გიორგი ანწუხელიძის ქ. №64

ფესტივალი ჩატარდება ჭაბუკთა და გოგონათა შორის 8,10,12 და 14 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში.

 ფესტივალის სათამაშო წესები:

ფესტივალის ტურნირები გაიმართება ფიდეს წესებით, შვეიცარული ან წრიული სისტემით, 7 ტურად.  დროის კონტროლი:  45 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წამის დამატებით.

ფესტივალის განრიგი:

ჩამოსვლის დღე          21 აგვისტო  
გახსნა 22  აგვისტო 11:30
1 ტური 22  აგვისტო 12:00
2 ტური 23  აგვისტო 11:00
3 ტური 24  აგვისტო 11:00
4 ტური 25  აგვისტო 11:00
5 ტური 26  აგვისტო 11:00
6 ტური 27  აგვისტო 11:00
7 ტური 28  აგვისტო 11:00
დახურვა   28 აგვისტო  

         პრიზები :

ყველა ასაკობრივ კატეგორიაში გამარჯვებული  ხუთეული დაჯილდოვდება:

აჭარის  ა.რ.  სპორტის  დეპარტამენტის  შესაბამისი ხარისხის დიპლომით  და  ფასიანი   საჩუქრით; პირველი  სამეული  –  მედლით;   აგრეთვე დაწესებული იქნება სხვა სპეციალური პრიზები. პრიზებისა და საჩუქრების მისაღებად სავალდებულოა დახურვაზე დასწრება.

მწვრთნელის კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელია, რომ ფესტივალის ასაკობრივ ტურნირებში თამაშობდეს არანაკლებ 3 მოსწავლე, რომლებიც ითვლებიან მის მოსწავლეებად არანაკლებ 6 თვისა.  გამარჯვებულების გამოვლენა მოხდება, ყველა ასაკობრივ კატეგორიაში   1 – 5 ადგილზე გასული მოსწავლეების შედეგების შეჯამების პრინციპით.

კოვიდ – 19 -თან დაკავშირებით არსებული  მდგომარეობის  გამო მონაწილეთა, მსაჯთა და  ორგანიზატორთა ვალდებულებები რეგულირდება დანართი 1 -ით.

ტურნირის დირექტორი:  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჭადრაკის ფედერაციის გენერალური მდივანი ქეთევან მუხაშარია