გურამ ჭანტურია ნახევარ საუკუნეზე მეტია ასწავლის ჭადრაკს ქალაქ ბათუმში. მისი მოღვაწეობის პერიოდში, სხვადასხვა საპატიო სიგელთან ერთად, მას ასევე მიენიჭა საერთაშორისო არბიტრის და 20 საუკუნის აჭარის საუკეთესო მწვრთნელის წოდება ჭადრაკში. აჭარის ჭადრაკის ფედერაცია ულოცავს მას დაბადების დღეს და ჯანმრთელობას და ხანგრძლივ სიცოცხლეს უსურვებს!