ქალაქ ბათუმის სასპორტო სკოლაში დამთავრდა აჭარის ჩემპიონატები 8,12 და 16 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის, რომელშიც აჭარის ყველა მუნიციპალიტეტის 95 მოჭადრაკე ასპარეზობდა.
ჩემპიონატი 7 ტურად გაიმართა. გამოვლინდნენ გამარჯვებულები:
8 წლამდე ჭაბუკები:
8 წლამდე გოგონები:
12 წლამდე ჭაბუკები:
12 წლამდე გოგონები:
16 წლამდე ჭაბუკები:
16 წლამდე გოგონები:
აღსანიშნავია, რომ 8 წლამდე კატეგორიაში ჩემპიონობა ქობულეთელმა და-ძმამ ანი და ანრი ყალიჩავებმა მოიპოვეს (მწვრთნელი ამირან მჟავანაძე). ანრი საბავშვო ბაღის აღსაზრდელია. ხოლო ყველაზე პატარა გოგონამ — 6 წლის ანასტასია ბასილაძემ, 8 წლამდე გოგონებში მესამე საპრიზო ადგილი აიღო.
ტურნირის დახურვას ესწრებოდა ქობულეთის კოლეჯის ,,ახალი ტალღა,, წარმომადგენელი ქ-ნი თამარ თედორაძე. კოლეჯსა და ჭადრაკის ფედერაციას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, კოლეჯმა ჩემპიონებისთვის ორიგინალური თასები დაამზადა, რომელიც მათ ქალბატონმა თამარ თედორაძემ გადასცა.
დღეს, 8 თებერვალს, 13:00 საათიდან იგივე ასაკობრივ ჯგუფებში გაიმართება აჭარის ჩემპიონატები რაპიდში. ხოლო 9 თებერვალს 15:00 სთ -დან ბლიცებში.