საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი გიორგაძე 2019 წლის საუკეთესო მწვრთნელებს შეხვდა.
ყოველწლიურად საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის გამგეობა წარმატებულ მწვრთნელებს ასახელებს 7-14 წლამდე ასაკის მოზარდთა შორის ნაჩვენები შედეგების მიხედვით. მწვრთნელთა სამეული შემდეგნაირად განაწილდა:
1.ნიკოლოზ მანაგაძე (ქუთაისი);
2.ლეონიდ ნეურონოვი (ბათუმი);
3.ნონა ჭეფხოძე (ქუთაისი).