14 დეკემბერს აჭარის ჭადრაკის ფედერაციისა და აჭარის სპორტის დეპარტამენტის ორგანიზებით ქ. ბათუმის ვეტერანთა საჭადრაკო კლუბში “ნონა”სტარტს აიღებს ბლიც-ტურნირი ჭადრაკში “ბათუმის თასი” ვეტერანთა შორის.
აღსანიშნავია, რომ ეს ღონისძიება სიახლეა ჩვენს კალენდარში და წელს ის პირველად ტარდება.
ტურნირში დაიშვებიან 50 + ვეტერანი მოჭადრაკე ქალები და მამაკაცები აჭარის ყველა მუნიციპალიტეტიდან.
დროის კონტროლი: 10 წთ პარტიის ბოლომდე.
რეგისტრაცია: 14 დეკემბრის 11.30 საათამდე, I ტური: 14 დეკემბერს 12.00 სთ-ზე.
1-3 ადგილზე გასული ვეტერანი ქალი და მამაკაცი მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან დიპლომებით და ფასიანი საჩუქრებით, ხოლო ტურნირის გამარჯვებული გახდება ‘’ბათუმის თასის’’ მფლობელი. შეჯიბრების ყველა მონაწილეს გადაეცემა სიმბოლური საჩუქარი.