საჭადრაკო ბლიც-ტურნირი ,,ბათუმის თასი’’ ვეტერან მოჭადრაკეთა შორის

14 დეკემბერს აჭარის ჭადრაკის ფედერაციისა და აჭარის სპორტის დეპარტამენტის ორგანიზებით ქ. ბათუმის ვეტერანთა საჭადრაკო კლუბში “ნონა”სტარტს აიღებს ბლიც-ტურნირი ჭადრაკში “ბათუმის თასი” ვეტერანთა შორის.

აღსანიშნავია, რომ ეს ღონისძიება სიახლეა ჩვენს კალენდარში და წელს ის პირველად ტარდება.

ტურნირში დაიშვებიან 50 + ვეტერანი მოჭადრაკე ქალები და მამაკაცები აჭარის ყველა მუნიციპალიტეტიდან.

დროის კონტროლი: 10 წთ პარტიის ბოლომდე.

რეგისტრაცია:   14  დეკემბრის 11.30 საათამდე, I ტური: 14  დეკემბერს 12.00 სთ-ზე.

1-3  ადგილზე გასული ვეტერანი ქალი და მამაკაცი მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან დიპლომებით და  ფასიანი  საჩუქრებით,  ხოლო  ტურნირის  გამარჯვებული  გახდება  ‘’ბათუმის  თასის’’  მფლობელი. შეჯიბრების  ყველა  მონაწილეს  გადაეცემა სიმბოლური  საჩუქარი.