დასასრულს მიუახლოვდა საქართველოს საკლუბო ჩემპიონატის პირველი ლიგა.
აღმოსავლეთ ზონას 32-32 ქულით თბილისის ‘ნტნ’ და ასევე თბილისის ‘აზმაი’ ლიდერობს.მესამე ადგილზე 23 ქულით ‘ამომავალი ვარსკვლავი’ იმყოფება.
დასავლეთ ზონას 23 ქულით ქუთაისის ‘ქუთაისი’ ლიდერობს, ლიდერს 2 ქულით ჩამორჩება ზუგდიდის ‘დადიანი’, ხოლო მესამე ადგილზე 20 ქულით ფოთის ‘ნანა’ ინარჩუნებს.
ბათუმის კლუბი “ნონა” ამ ეტაპზე მე-5 ადგილზეა.
კლუბ “ნონა”-ს შემადგენლობა საქართველოს საკლუბო ჩემპიონატზე:
ჩემპიონატის შემდეგი მატჩები ჩატარდება 30 ნოემბერს.
ორივე ზონაში I-IIადგილებზე გასული გუნდები მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს საკლუბო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში.
ნახევარფინალში ერთმანეთს შეხვდებიან: 2019 წლის საქართველოს საკლუბო ჩემპიონატის პირველი ლიგის აღმოსავლეთის ზონაში პირველ ადგილზე გასული გუნდი და დასავლეთის ზონაში მეორე ადგილზე გასული გუნდი. ხოლო დასავლეთის ზონაში პირველ ადგილზე გასული გუნდი კი აღმოსავლეთის ზონაში მეორე ადგილზე გასულ გუნდს;
– ნახევარფინალში გამარჯვებული გუნდები ერთმანეთს შეხვდებიან ფინალში;
– ნახევარფინალში დამარცხებული გუნდები ერთმანეთს შეხვდებიან III ადგილისათვის;
– მატჩი შედგება 2 პარტიისაგან (თეთრები, შავები).
ტექნიკური შედეგები: