მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი, ნორვეგიელი დიდოსტატი მაგნუს კარლსენი ჭადრაკის მოყვარულებს ენდშპილის ცოდნის გაუმჯობესებაში ეხმარება. კარლსენი სხვადასხვა ტიპის დაბოლოებას განიხილავს და მაყურებელს მათი პრაქტიკული მნიშვნელობის შესახებ ესაუბრება.
ვიდეოში წარმოდგენილია სხვადასხვა ფიგურების მონაწილეობით წარმოქმნილი ენდშპილები. ყურადღება ეთმობა როგორც მარტივ, ასევე უფრო რთულ პოზიციებს, რომელთა ცოდნაც სხვადასხვა დონის მოჭადრაკისთვის მნიშვნელოვანია.
ვიდეოს მთავარი მიზანია, მოჭადრაკეებს დაეხმაროს ენდშპილის ძირითადი პრინციპების უკეთ გააზრებაში და მისცეს ცოდნა, რომლის გამოყენებაც მათ პრაქტიკულ პარტიებში შეეძლებათ.
ვიდეო რგოლის ბმული: https://www.youtube.com/watch?v=ZMRtblOrKdc

