ევროპის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

24 ოქტომბერს, მონტენეგროს ქალაქ ბუდვაში ევროპის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ევროპის საჭადრაკო კავშირისა და მონტენეგროს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა ევროპის საკლუბო თასის 41-ე გათამაშება ღია კატეგორიაში და ქალთა საკლუბო თასის 30-ე გათამაშება.

ორივე კატეგორიაში შეჯიბრება შვეიცარიული სისტემით, 7 ტურად ჩატარდა. ღია კატეგორიაში გუნდები ექვს დაფაზე ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს, ქალთა შეჯიბრებაში კი თითოეული გუნდური შეხვედრა ოთხ დაფაზე გაიმართა. გუნდების შემადგენლობაში ღია ტურნირზე 6 ძირითადი მოთამაშე და ორი რეზერვი იყო. ქალთა ტურნირში კი — ოთხი ძირითადი მოთამაშე და ერთი რეზერვი.

დროის კონტროლი: 90 წუთი პირველ 40 სვლაზე, შემდეგ დამატებით 30 წუთი პარტიის დასრულებამდე და 30 წამის დამატება თითოეულ სვლაზე პირველივე სვლიდან.

ჩემპიონატში მონაწილე გუნდების რაოდენობა რეკორდული იყო, ტურნირში სულ 130 გუნდი მონაწილეობდა. მათგან 108 ღია კატეგორიაში ასპარეზობდა, ხოლო 22 გუნდი ქალთა შეჯიბრებაში იყო ჩართული.

აღსანიშნავია, რომ დავით ჯოჯუას საჭადრაკო კლუბი ჩემპიონატზე წარმოდგენილი იყო 3 გუნდით.

საბოლოო შედეგები ღია კატეგორიაში:

  1. Bayegan Pendik Sports Chess Club (თურქეთი) – 13 ქულა
  2. Novy Bor Chess Club (ჩეხეთი) – 13 ქულა
  3. Rishon LeZion A (ისრაელი) – 12 ქულა

საბოლოო შედეგები ქალთა შორის:

  1. Cercle d’Echecs de Monte-Carlo (მონტენეგრო) – 12 ქულა
  2. CE Gambit Bonnevoie (ლუქსემბუგი) – 12 ქულა
  3. Sirmium Sremska Mitrovica (სერბეთი) – 10 ქულა

ინდივიდუალური შედეგები დაფების მიხედვით: