2026 წლის 2-15 ნოემბერს, სერბეთის საკურორტო ქალაქ ვრნიაჩკა-ბანიაში გაიმართება FIDE-ს მსოფლიო ჩემპიონატი ჭადრაკში ვეტერანთა შორის.
ჩემპიონატი ოთხ დამოუკიდებელ კატეგორიაში — Open 50+, Women 50+, Open 65+ და Women 65+ — ჩატარდება.
ტურნირი შვეიცარული სისტემით, 11 ტურად გაიმართება. დროის კონტროლი: 90 წუთი პირველ 40 სვლაზე, შემდეგ დამატებით 30 წუთი პარტიის დასრულებამდე და 30 წამის დამატება თითოეულ სვლაზე პირველივე სვლიდან.
შეჯიბრებაში მსოფლიოს 60-ზე მეტი ეროვნული ფედერაციის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.
საქართველოს სახელით ჩემპიონატში რვა მოჭადრაკე იასპარეზებს.
- გაფრინდაშვილი ნონა
- სტურუა ზურაბი
- ნიკოლაძე სოფიო
- ტერელაძე სოფიო
- ხურცილავა ინგა
- ქალაგაშვილი ფრიდონი
- ხოფერია ზაზა
- კეკელიძე მიხეილი
მსოფლიო ჩემპიონატის საერთო საპრიზო ფონდი 50 000 ევროს შეადგენს. Open 50+ კატეგორიის გამარჯვებული 5 000 ევროს მიიღებს, Women 50+-ის გამარჯვებული — 2 500 ევროს, Open 65+-ის გამარჯვებული — 4 000 ევროს, ხოლო Women 65+-ის გამარჯვებული — 2 000 ევროს. ასევე გათვალისწინებულია სპეციალური პრიზები 75 წლისა და უფროსი ასაკის მოჭადრაკეებისთვის.

