2026 წლის 2-13 ნოემბერს, საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, ქალაქ ჰერსონისოსში, გაიმართება ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ჭადრაკში.
ევროპის საჭადრაკო კავშირის (ECU) ეგიდით ორგანიზებულ მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებაში 48 ქვეყნის 1248 ახალგაზრდა მოჭადრაკე მიიღებს მონაწილეობას.
ჩემპიონატი ექვს ასაკობრივ კატეგორიაში 8, 10, 12, 14, 16 და 18 წლამდე ჩატარდება. თითოეული ასაკობრივი ჯგუფი ორ კატეგორიებად იქნება დაყოფილი – Open და Girls .
ტურნირი შვეიცარული სისტემით, 9 ტურად გაიმართება. თითოეულ მონაწილეს პარტიისთვის 90 წუთი ექნება, ყოველ სვლაზე კი დამატებით 30 წამი.
საქართველოდან ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე 25 მოჭადრაკე იასპარეზებს. მათ შორის ოთხი აჭარის წარმომადგენელია: კესარია მგელაძე, მარიამ კალანდაძე, მარიამ ცეცხლაძე და დანიელ სხვიტარიძე.
საქართველოს დელეგაციის სრული შემადგენლობა ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით:
| გვარი, სახელი | კატეგორია |
| კირთაძე ანასტასია | 18 წლამდე გოგონათა შორის |
| გვათუა მარიამი | 18 წლამდე გოგონათა შორის |
| ცეცხლაძე მარიამი | 18 წლამდე გოგონათა შორის |
| მგელაძე კესარია | 16 წლამდე გოგონათა შორის |
| კოღუაშვილი თეკლა | 16 წლამდე გოგონათა შორის |
| კალანდაძე მარიამი | 16 წლამდე გოგონათა შორის |
| აშოთია ბარბარე | 16 წლამდე გოგონათა შორის |
| რუსიტაშვილი თეა | 14 წლამდე გოგონათა შორის |
| შონია ბარბარე | 14 წლამდე გოგონათა შორის |
| სალთხუციშვილი სარა | 12 წლამდე გოგონათა შორის |
| რეხვიაშვილი მარიამი | 12 წლამდე გოგონათა შორის |
| გიორგაძე მარიამი | 12 წლამდე გოგონათა შორის |
| დოღრაშვილი მართა | 12 წლამდე გოგონათა შორის |
| სვანაძე ლილე | 10 წლამდე გოგონათა შორის |
| მიქაძე მარიამი | 8 წლამდე გოგონათა შორის |
| შამათავა ნიკოლოზი | 18 წლამდე ჭაბუკთა შორის |
| ბექაური გიორგი | 18 წლამდე ჭაბუკთა შორის |
| ტაბატაძე ერეკლე | 16 წლამდე ჭაბუკთა შორის |
| გაბადაძე გაბრიელი | 14 წლამდე ჭაბუკთა შორის |
| ქუნთელია ლუკა | 14 წლამდე ჭაბუკთა შორის |
| აკოპაშვილი ალექსანდრე | 14 წლამდე ჭაბუკთა შორის |
| ღონღაძე ალექსანდრე | 12 წლამდე ჭაბუკთა შორის |
| სხვიტარიძე დნიელი | 10 წლამდე ჭაბუკთა შორის |
| მჟავანაძე ნიკოლოზი | 8 წლამდე ჭაბუკთა შორის |
| სარია ანდრია | 8 წლამდე ჭაბუკთა შორის |

