კესარია მგელაძე მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია

20 ოქტომბერს, ესპანეთის ქალაქ როკეტას-დე-მარში, 7-17 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

ტურნირი შვეიცარიული სისტემით, 11 ტურად გაიმართა, დროის კონტროლი: 45 წუთი 30 წამის დამატებით პირველივე სვლიდან.

ასპარეზობაში 82 ქვეყნის 721 მოჭადრაკე მონაწილეობდა, აქედან საქართველოს სახელით წარმოდგენილი იყო 12 სპორტსმენი.

აღსანიშნავია, რომ 17 წლამდე გოგონათა შორის ბათუმელმა კესარია მგელაძემ 11-დან 9,5 ქულა დააგროვა, პირველობა გაინაწილა და დამატებითი მაჩვენებლებით ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა!