18 ოქტომბერს, აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, ღია ბლიც-ტურნირი‘’ბათუმის თასი’’ ვეტერანთა შორის გაიმართა.
ღონისძიებას მასპინძლობდა სასტუმრო ”იბის სტაილს ბათუმი”.
ჩემპიონატი ჩატარდა ვაჟთა და ქალთა შორის, ფიდეს წესებით. ტურნირში მონაწილეობდა 14 მოჭადრაკე. დროის კონტროლი:თითოეულ მონაწილეს მიეცემა 10 წუთი პარტიის ბოლომდე.
ვაჟთა შორის გამარჯვებულნი:
- ბოლქვაძე ბადრი
- ბერიძე თამაზი
- ევგენიძე ნოდარი
ქალთა შორის გამარჯვებულნი:
- აროშიძე მარინე
- ბოლქვაძე იამზე
- ცეცხლაზე ნარგიზი
I,II,III ადგილის მფლობელები, როგორც სენიორ ვაჟთა, ასევე სენიორ ქალთა შორის, დაჯილდოვდნენ მედლითა და დიპლომით. I ადგილზე გასული მონაწილეები დამატებით დაჯილდოვდნენ თასით.
ტურნირის ყველა მონაწილეს გადაეცა ფასიანი საჩუქარი.







