17 ოქტომბერს, აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით სასტუმრო‘’იბის სტაილს ბათუმში” ღია ბლიც-ტურნირი‘’ბათუმის თასი’’ ვეტერანთა შორის გაიმართება.
ჩატარების ადგილი: ქ. ბათუმი, სასტუმრო ‘’იბის სტაილს ბათუმი’’ მის: ლეხ და მარია კაჩინსკების 5ბ.
ჩატარების სისტემა:
ჩემპიონატი ჩატარდება ვაჟთა და ქალთა შორის, ფიდეს წესებით, შვეიცარიული ან წრიული სისტემით 7 ტურად.
მონაწილეთა რაოდენობის მიხედვით, აუცილებლობის შემთხვევაში, ტურნირის ჩატარების და კოეფიციენტის სისტემას განსაზღვრავს ორგანიზატორი.
მონაწილენი: ვეტერანები 50 წლის ზემოთ.
დროის კონტროლი:თითოეულ მონაწილეს მიეცემა 10 წუთი პარტიის ბოლომდე.
რეგისტრაცია:
რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია 17 ოქტომბრის 18:00 საათამდე. დაგვიანებული რეგისტრაციის შემთხვევაში მონაწილის ტურნირში დაშვებას წყვიტავს ორგანიზატორი.
რეგისტრაციისთვის საკონტაქტო ნომერი – 599 069497.
ტურნირის განრიგი:
ტურნირის გახსნა – 18 ოქტომბერი 16:00 სთ.
1 ტური დაიწყება 16:15 საათზე (ყოველი მომდევნო ტური დაიწყება თითოეული ტურის დასრულების შემდეგ)
გამარჯვებულები:
I,II,III ადგილის მფლობელები, როგორც სენიორ ვაჟთა, ასევე სენიორ ქალთა შორის, დაჯილდოვდებიან მედლითა და დიპლომით.
I ადგილზე გასულები ასევე დაჯილდოვდებიან თასით.
ტურნირის ყველა მონაწილეს გადაეცემა ფასიანი საჩუქარი.
ტურნირის დირექტორი: ფიდეს ასოცირებული ორგანიზატორი სალომე მელია

