აჭარის   ჩემპიონატი ჭადრაკში 5 და 6 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებითა და აჭარის სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით, აჭარის ჩემპიონატი ჭადრაკში 5 და 6 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის მიმდინარეობს.

5 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის ჩემპიონატი იმართება წრიული სისტემით 5 ტურად. 6 წლამდე გოგონათა შორის წრიული სისტემით 7 ტურად, ხოლო 6 წლამდე ჭაბუკთა შორის შვეიცარიული სისტემით 7 ტურად. დროის კონტროლი: 25 წუთი 10 წამის დამატებით.

ღონისძიებაში ჯამში მონაწილეობს 24 ნორჩი მოჭადრაკე.

ტურნირის განრიგი:

ჩამოსვლის დღე16 ოქტომბერი  
ტურნირის გახსნა17 ოქტომბერი14:00 სთ.
I     ტური17 ოქტომბერი14:30 სთ.
II    ტური18 ოქტომბერი14:00 სთ.
III   ტური18 ოქტომბერი15:00 სთ.
IV   ტური19 ოქტომბერი18:00 სთ.
V    ტური19 ოქტომბერი19:00 სთ.
VI   ტური20 ოქტომბერი16:00 სთ.
VII   ტური20 ოქტომბერი17:00 სთ.
ტურნირის დახურვა20 ოქტომბერი18:00 სთ.

გამარჯვებულები:

I, II, III  საპრიზო ადგილზე გასული მოჭადრაკეები, დასახელდებიან აჭარის ნაკრების წევრებად და დაჯილდოვდებიან  მედლითა  და დიპლომით, ხოლო  ჩემპიონს აგრეთვე გადაეცემა თასი და მივლინებული იქნება  შესაბამისი  ასაკის  2026 წლის  საქართველოს  ჩემპიონატზე.   

 ჩემპიონატის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.

ღონისძიების ფოტოკოლაჟი: