17-20 ოქტომბერს, აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებითა და აჭარის სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით სასტუმრო ‘’იბის სტაილს ბათუმში’’ აჭარის ჩემპიონატი ჭადრაკში 5 და 6 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის გაიმართება.
ჩატარების ადგილი: სასტუმრო ‘’იბის სტაილს ბათუმი’’, მის: ლეხ და მარია კაჩინსკების 5ბ.
ჩატარების სისტემა:
ჩემპიონატი ჩატარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული ან წრიული სისტემით 7 ტურად.
ღონისძიების მართვა:
განსაკუთრებულ / გაუთვალისწინებელ შემთხვევებში, რომელიც არ არის განსაზღვრული ამ დებულებით, ტურნირის დირექტორს უფლება აქვს განახორციელოს ნებისმიერი სახის შესწორება დებულებაში.
მონაწილენი:
ტურნირებში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრებს აჭარის ყველა მუნიციპალიტეტიდან.
- 5 წლამდე – 2021 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;
- 6 წლამდე – 2020 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;
დროის კონტროლი: ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 25 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 10 წამის დამატებით.
რეგისტრაცია:
მონაწილეებმა რეგისტრაციისთვის უნდა შეავსონ შემდეგი ანკეტა:
https://forms.gle/e8oMvomamv7oQwSY9
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2026 წლის 15 ოქტომბერი, 19.00 საათი.
რეგისტრაციის ბოლო ვადის დარღვევის შემთხვევაში ორგანიზატორს უფლება აქვს არ დაარეგისტრიროს მოჭადრაკე, რომელმაც დაარღვია რეგისტრაციის ვადები.
ჩემპიონატში მონაწილეობისათვის მოჭადრაკეებს გადახდილი უნდა ჰქონდეთ ფედერაციის წლიური საწევრო შესატანი საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე: სს საქართველოს ბანკი GE30BG0000000584705115 (30 ლარი)
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრმა და გაწევრიანების მსურველმა 18 წლამდე ასაკის პირებმა უნდა შეავსონ ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა – https://forms.gle/m2GjMRs6FzbMYei3A
ატვირთონ შესაბამისი დოკუმენტები (პასპორტის, პირადობის ან დაბადების მოწმობის ასლი, წლიური საწევრო თანხის გადახდის ქვითარი).
ტურნირის განრიგი:
| ჩამოსვლის დღე | 16 ოქტომბერი | |
| ტურნირის გახსნა | 17 ოქტომბერი | 14:00 სთ. |
| I ტური | 17 ოქტომბერი | 14:30 სთ. |
| II ტური | 18 ოქტომბერი | 14:00 სთ. |
| III ტური | 18 ოქტომბერი | 15:00 სთ. |
| IV ტური | 19 ოქტომბერი | 18:00 სთ. |
| V ტური | 19 ოქტომბერი | 19:00 სთ. |
| VI ტური | 20 ოქტომბერი | 16:00 სთ. |
| VII ტური | 20 ოქტომბერი | 17:00 სთ. |
| ტურნირის დახურვა | 20 ოქტომბერი | 18:00 სთ. |
საერთო წესები:
ტურის დაწყებიდან საათზე დროის ამოწურვის შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება.
გამარჯვებულები:
I, II, III საპრიზო ადგილზე გასული მოჭადრაკეები, დასახელდებიან აჭარის ნაკრების წევრებად და დაჯილდოვდებიან მედლითა და დიპლომით, ხოლო ჩემპიონს აგრეთვე გადაეცემა თასი და მივლინებული იქნება შესაბამისი ასაკის 2026 წლის საქართველოს ჩემპიონატზე.
ჩემპიონატის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.
ტურნირის დირექტორი: ფიდეს ასოცირებული ორგანიზატორი სალომე მელია

