აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით და აჭარის სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით, 20 სექტემბერს, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის გურამ ჭანტურიას მემორიალური საჭადრაკო ტურნირი გაიმართება.
ტურნირის კატეგორიები:
- A – ღია ტურნირი;
- B – 12 წლამდე ღია ტურნირი.
ჩატარების სისტემა:
ტურნირი ჩატარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული ან წრიული სისტემით 7 ტურად. აუცილებლობის შემთხვევაში ტურნირის ჩატარების სისტემას განსაზღვრავს ორგანიზატორი.
A ღია ტურნირში დაითვლება ფიდეს რეიტინგი ელვისებურ ჭადრაკში.
მონაწილენი: საქართველოსა და მსოფლიოს ჭადრაკის ფედერაციის წევრები.
დროის კონტროლი: თითოეულ მონაწილეს მიეცემა 5 წუთი პარტიის ბოლომდე, თითოეულ სვლაზე 3 წამის დამატებით.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2026 წლის 19 სექტემბრის 19:00 საათი.
სარეგისტრაციო ბმული – https://forms.gle/CAoNJB1kuJLwXaoX9
სატურნირო შესატანი 15 ლარი (უნაღდო ანგარიშწორებით).
აჭარის ჭადრაკის ფედერაციის საბანკო რეკვიზიტები: სს “საქართველოს ბანკი’’
ანგარიშის ნომერი: GE95BG 0000 000 3630 99200
ჩემპიონატში მონაწილეობისათვის მოჭადრაკეებს გადახდილი უნდა ჰქონდეთ
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წლიური საწევრო შესატანი საქართველოს ჭადრაკის
ფედერაციის საბანკო ანგარიშზე: სს საქართველოს ბანკი GE30BG0000000584705115
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრმა და გაწევრიანების მსურველმა 18 წლამდე ასაკის
პირებმა უნდა შეავსონ ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა –
https://forms.gle/m2GjMRs6FzbMYei3A
ატვირთონ შესაბამისი დოკუმენტები (პასპორტის, პირადობის ან დაბადების მოწმობის ასლი, წლიური საწევრო თანხის გადახდის ქვითარი).
ტურნირის ჩატარების დრო:
ტურნირის გახსნა – 13:00 სთ.
I ტური – 13:30 სთ.
ყოველი მომდენვო ტური დაიწყება პარტიების დასრულების შემდეგ.
ტურნირის დახურვა – 17:30 სთ
გამარჯვებულები:
A და B კატეგორიაში I, II, III საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენები და 3 საუკეთესო მანდილოსანი დაჯილდოვდებიან მედლით, დიპლომითა და ფასიანი საჩუქრით. კატეგორიის გამარჯვებულს ასევე გადაეცემა თასი.
(2 ნომინაციაში გამარჯვების შემთხვევაში, მონაწილეს გადაეცემა უმაღლესი ჯილდო)
ტურნირის მთავარი მსაჯი: ეროვნული არბიტრი ალექს ტერ-კარაპეტიანი

