აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 16 აგვისტოს, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალის ”შავი ზღვის დელფინი 2026”-ის ფარგლებში გაიმართა ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში.
ტურნირი 2 კატეგორიად ჩატარდა:
- A – ღია ტურნირი (შოთა ჭურკვეიძის თასი)
- B – ღია ტურნირი 12 წლამდე კატეგორიაში (მამია ხარაძის თასი)
შეჯიბრება ჩატარდა ფიდეს წესებით შვეიცარული სისტემით 7 ტურად. დროის კონტროლი: 3 წუთი 2 წამის დამატებით. ღია ტურნირიში დაითვლა ფიდე-ს რეიტინგი. ასპარეზობაში სულ 65 სპორტსმენი მონაწილეობდა.
ღია კატეგორიის გამარჯვებულები:
- რეპრინცევ ალექსანდერ (უკრაინა) 7-დან 6 ქულა
- მაკოვეევ ილია (ფიდე) 7-დან 6 ქულა
- მგელაძე კესარია (საქართველო) 7-დან 5 ქულა
ქალთა ნომინაციის გამარჯვებული:
- მიქაძე მირანდა (საქართველო) 7-დან 5 ქულა
12 წლამდე კატეგორიის გამარჯვებულები:
- ყუბანეიშვილი ანდრია (საქართველო) 7-დან 6 ქულა
- გაფრინდაშვილი ანდრია (საქართველო) 7-დან 5.5 ქულა
- ზაქარიაძე იოანე (საქართველო) 7-დან 5.5 ქულა
გოგონათა ნომინაციის გამარჯვებული:
- ალანია ლილუ (საქართველო) 7-დან 5 ქულა
ღონისძიების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება 21 აგვისტოს 17:00 საათზე, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში.
ღონისძიების ფოტოკოლაჟი:









