ბლიც ტურნირის გამარჯვებულები

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 16 აგვისტოს, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალის ”შავი ზღვის დელფინი 2026”-ის ფარგლებში გაიმართა ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში.

ტურნირი 2 კატეგორიად ჩატარდა:

  • A – ღია ტურნირი (შოთა ჭურკვეიძის თასი)
  • B – ღია ტურნირი 12 წლამდე კატეგორიაში (მამია ხარაძის თასი)

შეჯიბრება ჩატარდა ფიდეს წესებით შვეიცარული სისტემით 7 ტურად. დროის კონტროლი: 3 წუთი 2 წამის დამატებით. ღია ტურნირიში დაითვლა ფიდე-ს რეიტინგი.  ასპარეზობაში სულ 65 სპორტსმენი მონაწილეობდა.

ღია კატეგორიის გამარჯვებულები:

  1. რეპრინცევ ალექსანდერ (უკრაინა) 7-დან 6 ქულა
  2. მაკოვეევ ილია (ფიდე) 7-დან 6 ქულა
  3. მგელაძე კესარია (საქართველო) 7-დან 5 ქულა

ქალთა ნომინაციის გამარჯვებული:

  1. მიქაძე მირანდა (საქართველო) 7-დან 5 ქულა

12 წლამდე კატეგორიის გამარჯვებულები:

  1. ყუბანეიშვილი ანდრია (საქართველო) 7-დან 6 ქულა
  2. გაფრინდაშვილი ანდრია (საქართველო) 7-დან 5.5 ქულა
  3. ზაქარიაძე იოანე (საქართველო) 7-დან 5.5 ქულა

გოგონათა ნომინაციის გამარჯვებული:

  1. ალანია ლილუ (საქართველო) 7-დან 5 ქულა

ღონისძიების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება 21 აგვისტოს 17:00 საათზემუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში.

ღონისძიების ფოტოკოლაჟი: