საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი “ბათუმი 2026” – შედეგები V ტურის შემდეგ

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში 8,10,12 და 20 წლამდე ახალგაზრდებს შორის საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი ”ბათუმი 2026” მიმდინარეობს.

ტურნირის მხარდამჭერები:

  • საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია;
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტის დეპარტამენტი.

ფესტივალის კატეგორიები:

  • 8 წლამდე ღია ;
  • 10 წლამდე ღია;
  • 12 წლამდე ღია;
  • 20 წლამდე ღია – რეიტინგ ტურნირი.

სისტემა და კვალიფიკაცია:

ფესტივალის ყოველი ასაკობრივი კატეგორია იმართება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით, 7 ტურად. დროის კონტროლი: 60 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წამის დამატებით. 20 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში ითვლება ფიდე-ს რეიტინგი.

ღონისძიებაში ჩართულია 100 -ზე მეტი სპორტსმენი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან: საქართველო, ამერიკა, უკრაინა, სომხეთი და ფიდეს დროშით მოასპარეზენი.

V ტურის შემდეგ ლიდერობენ:

8 წლამდე კატეგორიაში:

  • მამულაძე ალექსანდრე (საქართველო) 5-დან 5 ქულა

10 წლამდე კატეგორიაში:

  • ბალაძე დაჩი (საქართველო) 5-დან 5 ქულა

12 წლამდე კატეგორიაში:

  • ბერიშვილი ალექსანდრე (საქართველო) 5-დან 5 ქულა

20 წლამდე კატეგორიაში:

  • კურდაგია ალექსანდრ (ფიდე) 5-დან 5 ქულა

ღონისძიების ფოტოკოლაჟი: