საქართველოს ვაჟთა და ქალთა ჩემპიონატის გამარჯვებულები შშმ პირთა შორის

21 ივლისს, სასტუმრო “იბის სტაილს ბათუმში”, საქართველოს ვაჟთა და ქალთა ჩემპიონატის შშმ პირთა შორის დახურვის ცერემონია გაიმართა.

ღონიძიება ჩატარდა საქართველოსა და აჭარის ჭადრაკის ფედერაციების ორგანიზებით და აჭარის სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით.

ტურნირი მიმდინარეობდა ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 7 ტურად, დროის კონტროლი: 45 წუთი 30 წამის დამატებით. ტურნირში დაითვალა ფიდეს რეიტინგი.

გამარჯვებულნი ვაჟთა შორის:

  1. მალანია ამირანი (ქობულეთი)
  2. ბოლქვაძე ბადრი (ბათუმი)
  3. გახოკიძე ოთარი (თბილისი)

გამარჯვებულნი ქალთა შორის:

  1. გოგონაძე ანანო (ქუთაისი)
  2. მგელაძე ანნა (ბათუმი)
  3. გობაძე ნაზი (ხულო)

 I, II, III  საპრიზო ადგილზე გასული მოჭადრაკეები, როგორც ვაჟთა, ასევე ქალთა შორის, დაჯილდოვდნენ  მედლითა და დიპლომით, ჩემპიონებს ასევე გადაეცათ თასი.

ტურნირის ყველა მონაწილე დაჯილდოვდა ფასიანი სამახსოვრო საჩუქრებით.

გამარჯვებულები დააჯილდოვეს: აჭარის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა სალომე მელიამ, სასტუმრო ”იბის სტაილს ბათუმის” გაყიდვების დირექტორმა მარიამ შაქარიშვილმა და საოპერაციო მენეჯერმა ნანა ინაიშვილმა.

ღონისძიების ფოტოკოლაჟი: