საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 5 ნოემბერს ქ. თბილისის ჭადრაკის სასახლეში დაიწყო საქართველოს ჩემპიონატი U2000, U1600, U1200 რეიტინგ კატეგორიებში ქალთა და ვაჟთა შორის.
ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, 7 ტურად. დაითვლება ფიდეს რეიტინგი. ჩემპიონატში ასევე შესაძლებელია სპორტული თანრიგის შესრულება.
დროის კონტროლი: 90 წთ პარტიის ბოლომდე, თითოეულ სვლაზე 30 წამის დამატებით.
გამარჯვებული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით, მედლებითა და დიპლომებით. ტურნირის საპრიზო ფონდია 5 000 ლარი.