საქართველოსა და აჭარის ჭადრაკის ფედერაციების ორგანიზებით, 17-18 ივლისს, ბათუმში გაიმართება საქართველოს ვაჟთა და ქალთა ჩემპიონატი შშმ პირთა შორის.
ჩატარების ვადები და ადგილი:
17-21 ივლისი, 2026 წ. ქ. ბათუმი, სასტუმრო “იბის სტაილს ბათუმი”. მის: ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩა 5ბ
ღონისძიების მართვა:
განსაკუთრებულ / გაუთვალისწინებელ შემთხვევებში, რომელიც არ არის განსაზღვრული ამ დებულებით, ტურნირის დირექტორს ფედერაციის პრეზიდენტთან შეთანხმებით აქვს უფლება განახორციელოს წებისმიერი სახის შესწორება დებულებაში.
სათამაშო წესები:
- დროის კონტროლი: 45 წუთი პარტიის ბოლომდე, 30 წამის დამატებით ყოველ სვლაზე.
- ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული ან წრიული სისტემით 7 ტურად.
- ქალთა ტურნირში 8-ზე ნაკლები მონაწილის შემთხვევაში ვაჟთა და ქალთა ტურნირები გაერთიანდება.
- დაითვლება ფიდეს რეიტინგი.
მონაწილენი და რეგისტრაცია:
ჩემპიონატში დაიშვებიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც არიან საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრები და აქვთ შშმ პირის დამადასტურებელი დოკუმენტი. მონაწილეებს შევსებული უნდა ჰქონდეთ ფედერაციაში გაწევრიანების სარეგისტრაციო ფორმა https://forms.gle/m2GjMRs6FzbMYei3A
მონაწილეებმა რეგისტრაციისას უწდა შეავსონ ოწლაინ სარეგისტრაციო ფორმა –
https://forms.gle/WXnrcn66mGrSX31k8
ამავე ფორმაში უნდა ატვირთონ შშმ პირის დამადასტურებელი დოკუმენტი.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2026 წლის 15 ივლისის 18:00 საათი.
საკონტაქტო ელ. ფოსტა: მობ: 599 069497, 558 41 09 04
ტურნირის განრიგი:

დაჯილდოება:
- 1 ადგილზე გასული ვაჟები და ქალები დაჯილდოვდებიან თასით, მედლით, დიპლომით და ფასიანი საჩუქრით.
- 2-3 ადგილზე გასული ვაჟები და ქალები დაჯილდოვდებიან მედლით, დიპლომით და ფასიანი საჩუქრით.
- ტურნირის ყველა მონაწილეს ასევე გადაეცემა სამახსოვრო საჩუქრები.
ტურნირის დირექტორი: ფიდეს ასოცირებული ორგანიზატორი – სალომე მელია

