მსოფლიო თასი 8-12 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის – მერვე ტურის შემდეგ

2026 წლის 15-28 ივნისს, ქალაქი ბათუმი მასპინძლობს მსოფლიო თასს 8-12 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ჩემპიონატი იმართება საქართველოსა და აჭარის ჭადრაკის ფედერაციების ორგანიზებით.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან: საქართველოს სპორტის სამინისტრო, აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტრო, სპორტის დეპარტამენტი, ქ. ბათუმის მერიააჭარის ჯანდაცვის სამინისტრო და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი.

შეჯიბრება იმართება შვეიცარული სისტემით 11 ტურად. დროის კონტროლი: 90 წუთი, 30 წამის დამატებით თითოეულ სვლაზე. აღსანიშნავია, რომ ტურნირის ყველა პარტია პირდაპირი ტრანსლაციით გადაიცემა.

ტურნირის სათამაშო დარბაზებია სასტუმრო ”გრანდ ბელაჯიოში” და სასტუმრო ”ეუფორიაში”. ასპარეზობაში მონაწილეობს 68- ქვეყნის 700-მდე სპორტსმენი.

8 ტურის შემდეგ ტურნირის ლიდერებია:

8 წლამდე ჭაბუკთა შორის:
  1. ჯინ იუსინი (ჩინეთი) 8-დან 7 ქულა
  2. ივანოვ ტეო (ბელგია) 8-დან 7 ქულა

10 წლამდე ჭაბუკთა შორის:

  1. სატვიკ სვაინ (ინდოეთი) 8-დან 7 ქულა

12 წლამდე ჭაბუკთა შორის:

  1. ჟაუინბაი ალიმჟან (ყაზახეთი) 8-დან 7 ქულა

8 წლამდე გოგონათა შორის:

  1. სუნ იუნჯინ (ჩინეთი) 8-დან 7.5 ქულა

10 წლამდე გოგონათა შორის:

  1. ჩენ ჟიჰანი (ჩინეთი) 8 -დან 7.5 ქულა

12 წლამდე გოგონათა შორის:

  1. დივი ბიჯეშ (ინდოეთი) 8-დან 7 ქულა

საქართველოდან მონაწილეობს 75 სპორტსმენი, მათ შორის კი 13 აჭარის რეგიონის წარმომადგენელია:

  1. შაინიძე ნატა (8 წლამდე გოგონათა შორის)
  2. ლომინაძე ნიკო (8 წლამდე ჭაბუკთა შორის)
  3. სხვიტარიძე დანიელი (10 წლამდე ჭაბუკთა შორის)
  4. ბალაძე დაჩი (10 წლამდე ჭაბუკთა შორის)
  5. ბულკა ვიტალი (10 წლამდე ჭაბუკთა შორის)
  6. ევდოკიმოვ იური (10 წლამდე ჭაბუკთა შორის)
  7. ბასილაძე ანდრია (10 წლამდე ჭაბუკთა შორის)
  8. ფუტკარაძე დავითი (10 წლამდე ჭაბუკთა შორის)
  9. ცინცაძე თევდორე (10 წლამდე ჭაბუკთა შორის)
  10. აბულაძე ილია (12 წლამდე ჭაბუკთა შორის)
  11. სოსელია ევა (10 წლამდე გოგონათა შორის)
  12. შავაძე მარიამი (10 წლამდე გოგონათა შორის)
  13. გოგუაძე მარიამი (12 წლამდე გოგონათა შორის)

ღონისძიების ფოტოკოლაჟი: