2026 წლის 15-28 ივნისს, ქალაქი ბათუმი მასპინძლობს წლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ტურნირს საერთაშორისო საჭადრაკო ფედერაციის კალენდარში — ფიდეს მსოფლიო თასს 8-12 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ჩემპიონატი იმართება საქართველოსა და აჭარის ჭადრაკის ფედერაციების ორგანიზებით.
ღონისძიების მხარდამჭერები არიან: საქართველოს სპორტის სამინისტრო, აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტრო, სპორტის დეპარტამენტი, ქ. ბათუმის მერია, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი.
აღსანიშნავია, რომ წელს მსოფლიო თასი ახალი ფორმატით ტარდება და ის მსოფლიო ჩემპიონატის ციკლის ნაწილია. ყოველი ასაკის გამარჯვებული სამეული მოიპოვებს მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის.
ტურნირის სათამაშო დარბაზებია სასტუმრო ”გრანდ ბელაჯიოში” და სასტუმრო ”ეუფორიაში”. ასპარეზობაში მონაწილეობს 68- ქვეყნის 700-მდე სპორტსმენი.
შეჯიბრება იმართება შვეიცარული სისტემით 11 ტურად. თითოეულ მოთამაშეს მიეცემა 90 წუთი პარტიისთვის, 30 წამის დამატებით თითოეულ სვლაზე. აღსანიშნავია, რომ ტურნირის ყველა პარტია პირდაპირი ტრანსლაციით გადაიცემა.
ღონისძიების გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ: FIDE-ს განსაკუთრებულ დავალებათა დირექტორი და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი აკაკი იაშვილი, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი აბულაძე, აჭარის სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირმა ნიჟარაძე, მოადგილე ასლან ბალაძე და აჭარის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი სალომე მელია.
ტურნირი ტარდება 6 კატეგორიად:
- 8 წლამდე (ჭაბუკთა და გოგონათა შორის)
- 10 წლამდე (ჭაბუკთა და გოგონათა შორის)
- 12 წლამდე (ჭაბუკთა და გოგონათა შრის)
საქართველოდან მონაწილეობს 75 სპორტსმენი, მათ შორის კი 13 აჭარის რეგიონის წარმომადგენელია:
- შაინიძე ნატა (8 წლამდე გოგონათა შორის)
- ლომინაძე ნიკო (8 წლამდე ჭაბუკთა შორის)
- სხვიტარიძე დანიელი (10 წლამდე ჭაბუკთა შორის)
- ბალაძე დაჩი (10 წლამდე ჭაბუკთა შორის)
- ბულკა ვიტალი (10 წლამდე ჭაბუკთა შორის)
- ევდოკიმოვ იური (10 წლამდე ჭაბუკთა შორის)
- ბასილაძე ანდრია (10 წლამდე ჭაბუკთა შორის)
- ფუტკარაძე დავითი (10 წლამდე ჭაბუკთა შორის)
- ცინცაძე თევდორე (10 წლამდე ჭაბუკთა შორის)
- აბულაძე ილია (12 წლამდე ჭაბუკთა შორის)
- სოსელია ევა (10 წლამდე გოგონათა შორის)
- შავაძე მარიამი (10 წლამდე გოგონათა შორის)
- გოგუაძე მარიამი (12 წლამდე გოგონათა შორის)
ღონისძიების ფოტოკოლაჟი:







