ბუქარესტი Grand Chess Tour 2026-ის მორიგ ეტაპს მასპინძლობს! რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში ოფიციალურად გაიხსნა Superbet Chess Classic Romania — Grand Chess Tour 2026-ის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ეტაპი.
ტურნირი რუმინეთის ეროვნული ბანკის ისტორიულ შენობაში მიმდინარეობს და მსოფლიოს უძლიერეს დიდოსტატებს აერთიანებს.
შეჯიბრი წრიული სისტემით, 9 ტურად 10 მონაწილე შორის მიმდინარეობს.
საპრიზო ფონდი $475,000-ს შეადგენს, ხოლო მონაწილეები Grand Chess Tour-ის სარეიტინგო ქულებსაც დააგროვებენ.
პარტიები ოფიციალურად 14 მაისიდან დაიწყო.
მონაწილეები:
- ფაბიანო კარუანა (2788 |
) - ჯავოხირ სინდაროვი (2776 |
) - ანიშ გირი (2767 |
) - ვინსენტ კაიმერი (2759 |
) - ალირეზა ფირუჯა (2759 |
) - უესლი სო (2754 |
) - იორდენ ვან ფორესტი (2735 |
) - პრაგნანანდა რამეშბაბუ (2733 |
) - მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (2717 |
) - ბოგდან-დანიელ დიაკი (2655 |
)
Grand Chess Tour 2026-ის კალენდარი:
- Super Rapid & Blitz Poland — 3-10 მაისი
- Super Chess Classic Romania — 12-24 მაისი
- Super Rapid & Blitz Croatia — 29 ივნისი – 6 ივლისი
- Saint Louis Rapid & Blitz — 31 ივლისი – 7 აგვისტო
- Sinquefield Cup — 8-21 აგვისტო
- GCT Finals — 21-28 აგვისტო

