საქართველოსა და აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, ბათუმში მიმდინარეობს საქართველოს ჩემპიონატი 8,10,12,14,16,18 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის.
ღონისძიების მხარდამჭერები არიან: საქართველოს სპორტის სამინისტრო და აჭარის სპორტის დეპარტამენტი.
შეჯიბრება იმართება მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში.
ყველა ასაკობრივი კატეგორია იმართება 9 ტურად შვეიცარული სისტემით, 16 და18 წლამდე გოგონათა შორის კი – წრიული სისტემით 7 ტურად. ტუნირში მონაწილეობას ღებულობს 270-მდე სპორტსმენი საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.
10, 12, 14, 16 და 18 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა ტურნირებში ითვლება ფიდეს რეიტინგი.
ტურნირში მიმდინარებს 24 დაფის ლაივ ტრანსლაცია (თითიეულ ასაკში 2 დაფა).
18 წლამდე გოგონათა შორის ტურნირი დასრულდა. 16 წლადმე გოგონათა შორის კი 23 აპრილს გაიმართება დამატებითი მატჩები მარიამ კალანდაძესა და თეკლა კოღუაშვილს შორის.
18 წლამდე გოგონათა შორის გამარჯვებულნი:
- გვათუა მარიამი (7-დან 6 ქულა) თბილისი / დავით ჯოჯუა
- დიასამიძე ლულუ (7-დან 4 ქულა) ქობულეთი / გიგა ყუფარაძე
- გუნია ნინო (7-დან 3.5 ქულა) ლანჩხუთი / ტარიელ ხუხუნაიშვილი
ბოლო ტურის წინ ქულათა მაქსიმალური რაოდენობა დააგროვეს:
8 წლამდე ჭაბუკთა შორის:
- სარია ანდრია (8-დან 7 ქულა)
8 წლამდე გოგონათა შორის:
- მარიამ მიქაძე (8-დან 6.5 ქულა)
10 წლამდე ჭაბუკთა შორის:
- სხვიტარიძე დანიელი (8-დან 7 ქულა)
10 წლამდე გოგონათა შორის:
- სვანაძე ლილე (8-დან 7 ქულა)
12 წლამდე ჭაბუკთა შორის:
- ღონღაძე ალექსანდრე (8-დან 6.5 ქულა)
12 წლამდე გოგონათა შორის:
- მარიამ რეხვიაშვილი (8-დან 7.5 ქულა)
14 წლამდე ჭაბუკთა შორის:
- გაბადაძე გაბრიელი (8-დან 7.5 ქულა)
14 წლამდე გოგონათა შორის:
- გიორგაძე მარიამი (8-დან 7 ქულა)
16 წლამდე ჭაბუკთა შორის:
- ანდრია კვირიაშვილი (8-დან 7.5 ქულა)
- ერეკლე ტაბატაძე (8-დან 7.5 ქულა)
18 წლამდე ჭაბუკთა შორის:
- ნიკოლოზ შამათავა (8-დან 7 ქულა)
ღონისძიების ფოტოკოლაჟი:



























