ევროპის ვაჟთა ინდივიდუალური ჩემპიონატი

6-20 აპრილს, პოლონეთში ქალაქ კატოვიცეში ევროპის ვაჟთა ინდივიდუალური ჩემპიონატი იმართება.

ღონისძიება 11 ტურად, შვეიცარული სისტემით ტარდება. დროის კონტროლი: 90 წუთი 40 სვლაზე, შემდეგ 30 წუთი პარტის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წამის დამტებით.

ევროპის პირველობისთვის 43 ქვეყნის 501 მოჭადრაკე იბრძვის, მათ შორის 12 საქართველოს წარმომადგენელია:

  1. ნიკოლოზ პეტრიაშვილი (2518)
  2. ნიკოლოზ კაჭარავა (2500)
  3. ლუკა პაიჭაძე (2490)
  4. გიგა ყუფარაძე (2484)
  5. ლევან ფანცულაია (2472)
  6. ნოე თუთისანი (2454)
  7. თორნიკე სანიკიძე (2432)
  8. ირაკლი ახვლედიანი (2429)
  9. გიორგი სიბაშვილი (2405)
  10. ლუკა კილაძე (2380)
  11. აკაკი ყალიჩავა (2322)
  12. გიგა გოდერძიშვილი (2261)

აღსანიშნავია, რომ I–XXIII ადგილებზე გასული მონაწილეები მსოფლიო თასის საგზურს მოიპოვებენ.

თამაში თბილისის დროით 17:00-საათზე იწყება.