საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 1-8 აპრილს, ქ. თბილისში საჭადრაკო კლუბში “მერანი” საქართველოს სენიორთა ჩემპიონატი გაიმართება.
ტურნირები:
- ღია ტურნირი;
- ქალთა ტურნირი.
ტურნირები ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 7 ტურად. დროის კონტროლი: 60 წუთი პარტიის ბოლომდე, 30 წამის დამატებით ყოველ სვლაზე. დაითვლება ფიდეს რეიტინგი.
მონაწილენი და რეგისტრაცია:
ყველა მონაწილეს უნდა ჰქონდეს გადახდილი 2026 წლის საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წლიური საწევრო შესატანი (დანართი 1) საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე (სს "საქართველოს ბანკი" საბანკო ანგარიში: GE30BG0000000584705115).
ასევე, შევსებული ელექტრონული ფორმა https://forms.gle/m2GjMRs6FzbMYei3A
ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვთ 1977 წლის 1 იანვრამდე დაბადებულ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრ კაცებს და ქალებს.
მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა –
https://forms.gle/rBitzH8ZfiwRUnHPA
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2026 წლის 30 მარტი 18:00 სათი.
ნატა ალავიძე: ელ-ფოსტა – მობ: 558 11 86 83
ტურნირის განრიგი:

დაჯილდოება:
I ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან თასებით, მედლებით და დიპლომებით;
II-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებით და დიპლომებით;
I ადგილზე გასული მოჭადრაკეები მიიღებენ 2026 წლის მსოფლიო სენიორთა ჩემპიონატის საგზურს.
ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი – დათო კოდუა
მთავარი მსაჯი: ეროვნული არბიტრი – პაატა ვაშაკიძე

