აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით და აჭარის სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით ქ. ბათუმში სასტუმროში ‘’იბის სტაილს ბათუმი’’ საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწის, ქეთევან მუხაშარიას მემორიალური საჭადრაკო ტურნირი გაიმართება.
ჩატარების ადგილი: სასტუმრო ‘’იბის სტაილს ბათუმი’’, მის: ლეხ და მარია კაჩინსკების 5B
ჩატარების სისტემა:
ჩემპიონატი ჩატარდება ქალთა შორის. ტურნირი გაიმართება ფიდეს წესებით, შვეიცარული ან წრიული სისტემით 7 ტურად. აუცილებლობის შემთხვევაში ტურნირის ჩატარების სისტემას განსაზღვრავს ორგანიზატორი.
მონაწილენი:
საქართველოსა და მსოფლიოს საჭადრაკო ორგანიზაციის წევრი სპორტსმენები, რომელთაც არ გააჩნიათ ფიდეს რეიტინგი.
დროის კონტროლი: თითოეულ მონაწილეს მიეცემა 10 წუთი პარტიის ბოლომდე.
რეგისტრაცია:
მონაწილეებმა რეგისტრაციისთვის უნდა შეავსონ შემდეგი ანკეტა: https://forms.gle/WZpUXBgEi5JL8T5p7
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2026 წლის 7 მარტი, 19:00 საათი.
ტურნირის განრიგი
| გახსნა | 8 მარტი | 15:00 სთ. |
| I ტური | 8 მარტი | 15:10 სთ. |
| II ტური | 8 მარტი | 15:30 სთ. |
| III ტური | 8 მარტი | 15:50 სთ. |
| IV ტური | 8 მარტი | 16:10 სთ. |
| V ტური | 8 მარტი | 16:30 სთ. |
| VI ტური | 8 მარტი | 16:50 სთ. |
| VII ტური | 8 მარტი | 17:10 სთ. |
| დახურვა | 8 მარტი | 17:30 სთ. |
ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო დიდოსტატი სალომე მელია

