საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, თბილისის სასტუმრო ”ბილთმორში” საქართველოს ვაჟთა 85-ე და ქალთა 83-ე ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა გაიმართა.
ტურნირები წრიული სისტემით 10 მონაწილეს შორის ჩატარდა.
საბოლოო შედეგები ქალთა შორის:
- ბაციაშვილი ნინო (9-დან 7.5 ქულა)
- ჯავახიშვილი ლელა (9-დან 5.5 ქულა)
- არაბიძე მერი (9-დან 5.5 ქულა)
- ხუხაშვილი სოფიკო (9-დან 5 ქულა)
- ხოტენაშვილი ბელა (9-დან 5 ქულა)
- ლომაია დიანა (9-დან 4 ქულა)
- ცეცხლაძე მარიამ (9-დან 4 ქულა)
- მგელაძე კესარია (9-დან 3.5 ქულა)
- კირთაძე ანასტასია (9-დან 3 ქულა)
- ხურცილავა ინგა (9-დან 2 ქულა)
საბოლოო შედეგები ვაჟთა შორის:
- ჯობავა ბაადურ (9-დან 6 ქულა)
- სანიკიძე თორნიკე (9-დან 5.5 ქულა)
- კილაძე ლუკა (9-დან 5 ქულა)
- გაგუნაშვილი მერაბი (9-დან 4.5 ქულა)
- შანავა კონსტანტინე (9-დან 4.5 ქულა)
- კაჭარავა ნიკოლოზ (9-დან 4.5 ქულა)
- პაიჭაძე ლუკა (9-დან 4 ქულა)
- თუთისანი ნოე (9-დან 4 ქულა)
- ყუფარაძე გიგა (9-დან 4 ქულა)
- ახვლედიანი ირაკლი (9-დან 3 ქულა)
აღსანიშნავია, რომ აჭარიდან ღონისძიებაში 4 სპორტსმენი მონაწილეობდა და ქალთა შორის ჩემპიონობა ბათუმელმა ნინო ბაციაშვილმა მოიპოვა!
წარმატებით იასპარეზა ბათუმელმა მარიამ ცეცხლაძემაც, რომელმაც საკუთარ რეიტინგს 50 ქულამდე შემატა და ქალთა საერთაშორისო ოსტატის ნორმატივიც შეასრულა!
ტურნირის საპრიზო ფონდი – 30000 ლარი

ღონისძიების ფოტოკოლაჟი:


