საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, თბილისის სასტუმრო ”ბილთმორში” საქართველოს ვაჟთა 85-ე და ქალთა 83-ე ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა იმართება.
ტურნირები წრიული სისტემით 10 მონაწილეს შორის ტარდება.
აღსანიშნავია, რომ ბათუმელმა ნინო ბაციაშვილმა 8-დან 7 ქულით, ერთი ტურით ადრე გაიმარჯვა საქართველოს ქალთა 83-ე ჩემპიონატში!
ნინომ უკვე მეხუთედ მოიგო საქართველოს ქალთა ჩემპიონატი (2015 წ. 2018 წ. 2020 წ. 2022 წ. 2026 წ.).

