აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 31 იანვარს, ქ. ბათუმში, ღია ტურნირი ‘’დამწყები პაიკები’’ გაიმართა.
ტურნირის ფინანსური მხარდამჭერი: აჭარის სპორტის დეპარტამენტი.
ჩატარების ადგილი: მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლე, მის: ლეონიძის 15
ჩემპიონატი ჩატარდა ფიდეს წესებით, 8 წლამდე ღია კატეგორიაში, შვეიცარული სისტემით7 ტურად. დროის კონტროლი: თითოეულ მონაწილეს მიეცემა 10 წუთი პარტიის ბოლომდე.
აღსანიშნავია, რომ “დამწყები პაიკები” ნორჩი მოჭადრაკეებისთვისაა, რომელთაც აქამდე არ მიუღიათ მონაწილეობა არცერთ ოფიციალურ ტურნირში.
შეჯიბრის საბოლოო შედეგები:
- სოლომონიძე მათე (7-დან 7 ქულა)
- შაქარაძე თომა (7-დან 5 ქულა)
- მეტიკი ადრიან (7-დან 5 ქულა)
გოგონათა შორის ნომინაციის გამარჯვებული – ჯიჯეიშვილი ევა (7-დან 4 ქულა)
I, II, III საპრიზო ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდნენ მედლითა და დიპლომით, ხოლო ჩემპიონი აგრეთვე თასით. საუკეთესო გოგონა დაჯილდოვდა მედლით, დიპლომით და თასით. ტურნირის ყველა მონაწილეს გადაეცემა სამახსოვრო სიგელი.

