“ACF CUP 2026”-ის გამარჯვებულები

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 31 იანვარს, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში, ღია რეიტინგ ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში “ACF CUP 2026” გაიმართა.

ტურნირის ფინანსური მხარდამჭერი აჭარის სპორტის დეპარტამენტი.

ჩემპიონატი ჩატარდა 4 კატეგორიაში:

  • A – ღია ტურნირი;
  • B – ღია ტურნირი 12 წლამდე;
  • C – ღია ტურნირი 10 წლამდე;
  • D – ღია ტურნირი 8 წლამდე.

A კატეგორია გაიმართა ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 9 ტურად. დროის კონტროლი: 3 წუთი 2 წამის დამატებით. დაითვალა ელვისებური ჭადრაკის რეიტინგი.

B,C,D კატეგორია გაიმართა ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 7 ტურად. დროის კონტროლი: 5 წუთი 3 წამის დამატებით.

ღონისძიებაში 84 სპორტსმენი მონაწილეობდა.

A – ღია ტურნირის გამარჯვებულნი:

  1. რუხაძე ალექსანდრე (9-დან 7.5 ქულა)
  2. ბოლქვაძე თედო (9-დან 7 ქულა)
  3. ქამადაძე ზვიადი (9-დან 7 ქულა)

ქალთა ნომინაციის გამარჯვებული – კარიმოვა ანტონინა (9-დან 5 ქულა)

B – ღია ტურნირის 12 წლამდე გამარჯვებულნი:

  1. აბულაძე ილია (7-დან 7 ქულა)
  2. არუთინიანი ანრი (7-დან 5 ქულა)
  3. კალანდაძე ალექსანდრე (7-დან 5 ქულა)

გოგონათა შორის ნომინაციის გამარჯვებული – გოგუაძე მარიამი (7-დან 5 ქულა)

C – ღია ტურნირის 10 წლამდე გამარჯვებულნი:

  1. სხვიტარიძე დანიელი (7-დან 6.5 ქულა)
  2. ცინცაძე თევდორე (7-დან 6 ქულა)
  3. ფუტკარაძე დავითი (7-დან 4.5 ქულა)

გოგონათა შორის ნომინაციის გამარჯვებული – სოსელია ევა (7-დან 5 ქულა)

D – ღია ტურნირის 8 წლამდე გამარჯვებულნი:

  1. სადოვსკი ტიხონ (7-დან 7 ქულა)
  2. რიჟოვ ტიმურ (7-დან 5 ქულა)
  3. ნაგერვაძე ელისაბედ (7-დან 3 ქულა)

გოგონათა შორის ნომინაციის გამარჯვებული – შაინიძე ნატა (7-დან 6 ქულა)

ღონისძიების ფოტოკოლაჟი: