27 დეკემბერს გაიმართა “თბილისის თასი” ელვისებურ ჭადრაკში.
ტურნირი ჩატარდა შვეიცარული სისტემით, 9 ტურად. დროის კონტროლი: 3 წუთი, 2 წამის დამატებით.
ვაჟთა შორის გამარჯვებულნი:
- ლუკა კილაძე
- აკაკი ქალიჩავა
- საბა არაბიძე
ქალთა შორის გამარჯვებულნი:
- ინგა ხურცილავა
- სოფიკო ხუხაშვილი
- სოფიკო გვეტაძე
ღონისძიების საპრიზო ფონდი შეადგენდა 2000 ლარს.

