საქართველოს ქალთა 83- ე ჩემპიონატის I ლიგა

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 23 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით , თბილისში, საჭადრაკო აკადემიაში “ოლიმპიური ჩემპიონი” საქართველოს ქალთა 83-ე ჩემპიონატის I ლიგა გაიმართება.

სისტემა და დროის კონტროლი:

ტურნირი ტარდება ფიდე-ს წესებით, შვეიცარიული სისტემით 9 ტურად.
თითოეულს 90 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 30 წამის დამატებით.

ტურნირში დაითვლება ფიდეს რეიტინგი.

ტურნირის განრიგი:

მონაწილენი:
ტურნირში დაიშვებიან საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრები.
ყველა მონაწილეს უნდა ჰქონდეს გადახდილი 2025 წლის საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის
წლიური საწევრო შესატანი (დანართი 1) საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე (სს
“საქართველოს ბანკი” საბანკო ანგარიში: GE30BG0000000584705115). ასევე, შევსებული ელექტრონული ფორმა – https://forms.gle/ZGdjH68jACZ7R5v28

რეგისტრაცია და სატურნირო შესატანი:

მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა –
https://forms.gle/k2EED1Kipo7SSd5s8

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2025 წლის 21 ნოემბერი 18.00 საათამდე.
ნატა ალავიძე: -ელ-ფოსტა – მობ: 558 11 86 83

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო რეკვიზიტები:
სს “საქართველოს ბანკი” საბანკო ანგარიში: GE34BG0000000129766701.

თითოეული მონაწილის სატურნირო შესატანია 50 ლარი (უნაღდო ანგარიშსწორებით).

დაგვიანებული რეგისტრაციის შემთხვევაში სატურნირო შესატანია 100 ლარი (უნაღდო
ანგარიშსწორებით).

საერთაშორისო დიდოსტატები და ოსტატები განთავისუფლებულები არიან სატურნირო
შესატანისგან.

რეგისტრაციის ბოლო ვადის დარღვევის შემთხვევაში ორგანიზატორს უფლება აქვს არ
დაარეგისტრიროს მოჭადრაკე, რომელმაც დაარღვია რეგისტრაციის ვადები.

დაჯილდოება:

I ადგილზე გასული მოჭადრაკე დაჯილდოვდება თასით, მედლით და დიპლომით.

II-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლით და დიპლომით.

I-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაიშვებიან საქართველოს ქალთა 83 – ე ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში.

ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი – დათო კოდუა
მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი – სალომე სირაძე