საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის გურამ ჭანტურიას მემორიალის გამარჯვებულები

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით,  28 სექტემბერსმუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის გურამ ჭანტურიას მემორიალი გაიმართა.

ტურნირი ჩატარდა ელვისებურ ჭადრაკში 2 კატეგორიად: ღია და 12 წლამდე, ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 7 ტურად. დროის კონტროლი: 12 წლამდე კატეგორიაში თითოეულ მონაწილეს მიეცემა 5 წუთი პარტიის ბოლომდე, თითოეულ სვლაზე 2 წამის დამატებით. ღია ტურნირში: თითოეულ მონაწილეს მიეცემა 3 წუთი პარტიის ბოლომდე, თითოეულ სვლაზე 2 წამის დამატებით

ღონისძიებაში ჩართული იყო 53 მოჭადრაკე.

ღია კატეგორიის გამარჯვებულები:

I – მაკოვეევ ილია

II – ბოლქვაძე ბადრი

III – დიდმანიძე თენგიზ

ქალთა ნომინაციის გამარჯვებული:

I – ლაჟევსკაია ჟანი

II – კარიმოვა ანტონინა

III – ნაკაშიძე ნინი

12 წლამდე ღია კატეგორიის გამარჯვებულები:

I – აბულაძე ილია

II – დადაევ ჰასან

III – თებიძე შალვა

გოგონათა ნომინაციის გამარჯვებულები:

I – ლოზოვიჩ მილანიკა

II – გლუშენკო ქსრენია

III – კვირიკაძე სესილი

გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ: მედლით, დიპლომითა და თასით, ასევე ფასიანი საჩუქრებით.

ღონისძების ფოტოკოლაჟი: