მწვრთნელთა სემინარი

17–21 სექტემბერს, საქართველოსა და აჭარის ჭადრაკის ფედერაციების ორგანიზებით, სასტუმრო “იბის სტაილს ბათუმში” ლექცია–სემინარი გაიმართა, რომელიც განკუთვნილი იყო მუნიციპალიტეტებში მოქმედი საჭადრაკო კლუბებისა და სასპორტო სკოლების პედაგოგთათვის.

მწვრთნელთა სემინარს ესწრებოდნენ აჭარის ყველა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები: ბათუმი, ქობულეთი, ხულო, შუახევი, ქედა და ხელვაჩაური.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში განხორციელებული ერთწლიანი მუშაობის შედეგად გადამზადდა ადგილობრივი მწვრთნელი ალექსი ტერ-კარაპეტიანი, რომელიც უკვე პროგრამის ტრენერის სტატუსით თავად ატარებს ლექცია–სემინარებს რეგიონში.

“საფეხურების” მეთოდიკა ქართულ ჭადრაკში სისტემური რეფორმის ნაწილს წარმოადგენს და მიზნად ისახავს ახალი, წარმატებული თაობის აღზრდას.

ღონისძიების ფოტოკოლაჟი: