საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 27-28 სექტემბერს ქ. თბილისში, საჭადრაკო კლუბ “მერანში” ნინო ხურციძის თასი – 2025 ქალთა ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში გაიმართება.
სათამაშო წესები:
დროის კონტროლი: 3 წუთი პარტიის ბოლომდე, 2 წამის დამატებით ყოველ სვლაზე. ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 9 ტურად. დაითვლება ფიდეს რეიტინგი ელვისებურ ჭადრაკში.
მონაწილენი და რეგისტრაცია:
ჩემპიონატში დაიშვებიან მხოლოდ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრები.
ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვთ:
- კლასიკურ ჭადრაკში ფიდეს 2200 და მეტი რეიტინგის მქონე ქალ მოჭადრაკეებს (2025 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით).
- ფიდეს საერთაშორისო წოდების (GM, WGM, IM, WIM, FM, WFM) მქონე მოჭადრაკეებს.
- 2024 წლის ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატზე 1-5 ადგილებზე გასულ გოგონებს.
- საქართველოს 20 წლამდე გოგონათა შორის კლასიკურ ჭადრაკში საუკეთესო ფიდეს აქტიური რეიტინგის მქონე 1-5 მოჭადრაკეს (2025 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით).
მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა https://forms.gle/CwCk5jG8eHHwaLXi6
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2025 წლის 26 სექტემბერი 18:00 სათი.
ნატა ალავიძე: ელ-ფოსტა – მობ: 558 11 86 83.
ტურნირების განრიგი:
| ტური | რიცხვი | დრო |
| ჩამოსვლის დღე | 27 სექტემბერი | |
| გახსნა / მისალმება | 28 სექტემბერი | 12:45 |
| I ტური | 28 სექტემბერი | 13:00 |
| II ტური | 28 სექტემბერი | 13:15 |
| III ტური | 28 სექტემბერი | 13:30 |
| IV ტური | 28 სექტემბერი | 13:45 |
| V ტური | 28 სექტემბერი | 14:00 |
| VI ტური | 28 სექტემბერი | 14:15 |
| VII ტური | 28 სექტემბერი | 14:30 |
| VIII ტური | 28 სექტემბერი | 14:45 |
| IX ტური | 28 სექტემბერი | 15:00 |
| დახურვა | 28 სექტემბერი | 15:30 |
საპრიზო ფონდი:
ფულადი პრიზი – 3500 ლარი:
| ადგილი | პრიზი |
| 1 | 1200 ლარი |
| 2 | 900 ლარი |
| 3 | 700 ლარი |
| 4 | 400 ლარი |
| 5 | 300 ლარი |
საერთო წესები:
ნებისმიერ მონაწილეს შესაბამისი პარტიის დასრულებიდან 3 წუთის განმავლობაში უფლება აქვს გაასაჩივროს მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო კომიტეტში. მონაწილე ვალდებულია წერილობით პროტესტთან ერთად საქართველოს ჭადრაკის ფედერაციაში გადაიხადოს 50 ლარი,რომელიც პროტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში უკან დაუბრუნდება.
სამართლიანი თამაშის წესების დაცვა:
სამართლიანი თამაშის წესების დაცვა განსაზღვრულია დებულების დანართით.
ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი – დათო კოდუა
ტურნირის მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი – სალომე სირაძე

