16 წლამდე ფიდე-ს მსოფლიო ახალგაზრდული საჭადრაკო ოლიმპიადა 2025

17-22 აგვისტოს, კოლუმბიაში მიმდინარეობს 16 წლამდე ფიდე-ს მსოფლიო ახალგაზრდული საჭადრაკო ოლიმპიადა 2025.

ტურნირი შვეიცარული სისტემით 9 ტურად ტარდება, დროის კონტროლი:45 წუთი 10 წამის დამატებით. ღონისძიებაზე 40 ქვეყნის 85 გუნდია წარმოდგენილი, მათ შორის საქართველოს გუნდიც.

საქართველოს გუნდის შემადგენლობა:

  • კილაძე ლუკა (7-დან 5 ქულა)
  • მგელაძე კესარია (7-დან 4.5 ქულა)
  • კირთაძე ანასტასია (7-დან 4 ქულა)
  • ტაბატაძე ერეკლე (7-დან 4 ქულა)

გუნდის კაპიტანია – დავით ჯოჯუა.

აღსანიშნავია, რომ ასპარეზობაში ბათუმელი კესარია მგელაძე მონაწილეობს.