ინდოელი დივია დეშმუხი ფიდეს ქალთა მსოფლიო თასის გამარჯვებულია

28 ივლისს, ქ. ბათუმში ფიდეს ქალთა მსოფლიო თასის დახურვის ცერემონია გაიმართა. ასპარეზობა საერთაშორისო საჭადრაკო ფედერაციის (ფიდე), საქართველოსა და აჭარის ჭადრაკის ფედერაციების ორგანიზებით ჩატარდა.

ღონისძიების მხარდამჭერები: საქართველოს სპორტის სამინისტრო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტრო, ქ. ბათუმის მერია, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი.

ქალთა პირველობისთვის ფინალში ინდოეთის წარმომადგენლები იბრძოდნენ: დივია დეშმუხი – ჰამპი კონერუ.

ძირითადი მატჩი ფრედ 1-1 დასრულდა, ტაი-ბრეიქში კი დივია დეშმუხმა 1.5-0.5 დაამარცხა თავისი მეტოქე.

აღსანიშნავია, რომ ქალთა მსოფლიო თასის მოპოვებით დივია დეშმუხს ავრომატურად მიენიჭა დიდოსტატის ტიტული ვაჟთა შორის. ასევე, გამარჯვებულმა სამეულმა ქალთა კანდიდატთა ტურნირის საგზური მოიპოვა, რომელიც გაიმართება 2026 წელს.

გამარჯვებული ოთხეული:

I ადგილი – დივია დეშმუხი (ინდოეთი)

II ადგილი – ჰამპი კონერუ (ინდოეთი)

III ადგილი – ტან ჟონგი (ჩინეთი)

IV ადგილი – ლეი ტინგძიე (ჩინეთი)

ღონისძიების საპრიზო ფონდი: