20 ივლისს, ფიდეს ქალთა მსოფლიო თასის მეოთხედფინალის II პარტია გაიმართა. ასპარეზობა საერთაშორისო საჭადრაკო ფედერაციის (ფიდე), საქართველოსა და აჭარის ჭადრაკის ფედერაციების ორგანიზებით ტარდება.
ღონისძიების მხარდამჭერებია: საქართველოს სპორტის სამინისტრო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტრო, ქ. ბათუმის მერია, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი.
აღსანიშნავია, რომ 20 ივლისი არის ჭადრაკის საერთაშორისო დღე. საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა და ფიდეს განსაკუთრებულ დავალებათა დირექტორმა აკაკი იაშვილმა ტურნირის მონაწილეებს დღესასწაული მიულოცა და მათთან ერთად საზეიმოდ დაჭრა ტორტი.
ჭადრაკის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ქ. ბათუმის ბულვარში, ასევე გაიმართა ერთდროული თამაშის სეანსი და მასშტაბური მარში დრამერების მონაწილეობით.
V ეტაპის II პარტიის შედეგები:

ნახევარფინალის საგზურის მოსაპოვებლად გადათამაშებაში იასპარეზებენ:
- ხარიკა დრონოვალი (2483) – დივია დეშმუხი (2463)
მეოთხედფინალში სამწუხაროდ ტურნირს გამოეთიშა ქართველი მოჭადრაკე ნანა ძაგნიძე.
ნახევარფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან:
- ლეი ტინგჟი (2552) – ჰამპი კონერუ (2543)
ტან ჟონგის (2546) მოწინააღმდეგე ცნობილი იქნება ტაი-ბრეიქის შემდეგ.
ღონისძიების ფოტოკოლაჟი:






