ქალთა მსოფლიო თასის მერვედფინალის გადათამაშების შედეგები

18 ივლისს, ფიდეს ქალთა მსოფლიო თასის IV ეტაპის გადათამაშება გაიმართა. ასპარეზობა საერთაშორისო საჭადრაკო ფედერაციის (ფიდე), საქართველოსა და აჭარის ჭადრაკის ფედერაციების ორგანიზებით ტარდება.

ღონისძიების მხარდამჭერებია: საქართველოს სპორტის სამინისტრო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტრო, ქ. ბათუმის მერია, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი.

მეოთხედფინალის გადათამაშების შედეგები:

  • კატერინა ლაგნო (2515) 1.5-2.5 ხარიკა დრონოვალი (2483)
  • დივია დეშმუხი (2463) 1.5-0.5 ჟუ ჟინერი (2547)
  • რამეშბაბუ ვაიშალი (2481) 4.5-3.5 მერუეტ კამალიდენოვა (2330)
  • ალექსანდრა კოსტენიუკი (2471) 0.5-1.5 ჰამპი კონერუ (2543)

მეოთხედფინალში ერთმანეთს შეეჯიბრებიან:

  • ძაგნიძე ნანა VS ლეი ტინგჟინი
  • ჰამპი კონერუ VS სონგ იუქსინი
  • დივია დეშმუხი VS ხარიკა დრონოვალი
  • რამეშბაბუ ვაიშალი VS ტან ჟონგი