6 ივლისს, ქ. ბათუმში სტარტი აიღო ფიდეს ქალთა მსოფლიო თასის გათამაშებამ. ასპარეზობა საერთაშორისო საჭადრაკო ფედერაციის (ფიდე), საქართველოსა და აჭარის ჭადრაკის ფედერაციების ორგანიზებით ტარდება.
ღონისძიების მხარდამჭერებია: საქართველოს სპორტის სამინისტრო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტრო, ქ. ბათუმის მერია, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი.
საქართველოდან ჩემპიონატში 7 სპორტსმენი ასპარეზობს, მათ შორის 2 აჭარიდან:
- ნანა ძაგნიძე (2505)
- ნინო ბაციაშვილი (2462)
- მერი არაბიძე (2440)
- ლელა ჯავახიშვილი (2432)
- ბელა ხოტენაშვილი (2418)
- ანასტასია კირთაძე (2307)
- კესარია მგელაძე (2226)
ტურნირის პირველ ეტაპზე 3 ქართველი ღებულობს მონაწილეობას და აღსანიშნავია, რომ სამივემ პირველი პარტია გამარჯვებით დაასრულა! კესარია მგელაძემ დაამარცხა ვიეტნამელი საერთაშორისო ოსტატი, ბელა ხოტენაშვილმა ანგოლელი ქალთა საერთაშორისო ოსტატი, ანასტასია კირთაძემ კი ესპნანეთის სახელით მოასპარეზე მეტოქე – ანა მათნაძე.
პირველი ეტაპის II პარტია გაიმართება 7 ივლისს 15.00 საათზე.
ღონისძიების ფოტოკოლაჟი:


