ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად გამართული საჭადრაკო აქტივობა

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ბათუმის ბულვარში არსებულ ვეტერანთა კლუბთან ”ნონა” გუნდური ბლიც-მატჩები გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში ჩართული იყვნენ როგორც სხვადასხვა საჭადრაკო სკოლის მოსწავლეები, ასევე, ბათუმის ბულვარში მყოფი დამსვენებლები სხვადასხვა ქვეყნიდან.

ახალგაზრდები გადანაწილდნენ 4 გუნდათ, რომელთა სახელწოდებაც მონაწილეთა შერჩევით გახლდათ შემდეგი: ”ლაზიერი”, ”მეფე”, ”ვეფხვები” და “ჭკვიანი მოჭადრაკეები”.

ღონისძიების ყველა მონაწილეს გადაეცა სიმბოლური ფასიანი საჩუქარი.

ღონისძიების ფოტოკოლაჟი: