საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 26 მაისს, თბილისში სასტუმრო ბილთმორში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ვარსკვლავთა ტურნირები გაიმართა.
ტურნირები:
- ღია ტურნირი;
- ქალთა ტურნირი;
სათამაშო წესები:
- დროის კონტროლი: 3 წუთი პარტიის ბოლომდე, 2 წამის დამატებით ყოველ სვლაზე.
- ტურნირები ჩატარდა ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 9 ტურად.
ღია ტურნირში მონაწილეობდა 18 სპორტემნი, ქალთა შორის – 21.
აჭარიდან 7 მოჭადრაკე იყო წარმოდგენილი:
- ნინო ბაციაშვილი
- სალომე მელია
- მირანდა მიქაძე
- კესარია მგელაძე
- მარიამ კალანდაძე
- ნოადარ ლორთქიფანიძე
- გაიოზ ნიგალიძე
აღსანიშნავია, რომ ბათუმელმა მოჭადრაკე კესარია მგელაძემ ქალთა ტურნირში მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო 18 წლამდე გოგონათა შორის ნომინაციის გამარჯვებული გახდა!
სენიორი ქალები (50+) ნომინაციის გამარჯვებული – ინაგა ხურცილავა (9-დან 5 ქულა)
სენიორი ქალები (65+) ნომინაციის გამარჯვებული – ნონა გაფრინდაშვილი (9-დან 3 ქულა)
სენიორი კაცები (65+) ნომინაციის გამარჯვებული – გიორგი ბაღათუროვი (9-დან 4 ქულა)

